განადგურებულია 800 000 ჰექტარი ტყის მასივი- რა ხდება კალიფორნიაში, სადაც ტყის ხანძრების მასშტაბმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია (ფოტოები) | Allnews.Ge

განადგურებულია 800 000 ჰექტარი ტყის მასივი- რა ხდება კალიფორნიაში, სადაც ტყის ხანძრების მასშტაბმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია (ფოტოები)

აშშ-ის შტატ კალიფორნიაში ტყის ხანძრების მასშტაბმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის შტატში ცეცხლმა 24 სხვადასხვა კერაზე 800 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა. ხანძრის ჩაქრობას კალიფორნიაში 14 000-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. მაშველებმა ხანძარსაშიში ზონიდან უსაფრთხო ადგილას ასობით ადამიანი გადაიყვანეს.

ხანძრის გაჩენის მიზეზი შტატში რეკორდულად მაღალი ტემპერსტურაა. ჰაერის ტემპერატურამ კალიფორნიის ცალკეულ ტერეტორიებზე 49 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

myquiz