დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენი სულელია, ის ქვეყნის ეკონომიკას დაანგრევს | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენი სულელია, ის ქვეყნის ეკონომიკას დაანგრევს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს სულელი უწოდა და განაცხადა, რომ ის და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი ქვეყანას დაანგრევენ.

მისივე თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში ბაიდენი კორონავირუსთან გასამკლავებლად ამერიკის ეკონომიკას ჩაკეტავს, რაც უამრავი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს. „ბაიდენის გეგმა ჩინურ ვირუსთან დაკავშირებით აშშ-ის მთელი ეკონომიკის ჩაკეტვაა.

ეს გამოიწვევს უთვალავ სიკვდილს თვითმკვლელობისგან, დეპრესიისგან, გულის დაავადებისგან და სხვა სერიოზული დაავადებისგან,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.