ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი - როდესაც შემდეგი პანდემია მოვა, მსოფლიო უფრო მომზადებული უნდა შეხვდეს | Allnews.Ge

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი - როდესაც შემდეგი პანდემია მოვა, მსოფლიო უფრო მომზადებული უნდა შეხვდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეპიდემიები და პანდემიები ცხოვრებისეული მოვლენებია, ამიტომ როდესაც შემდეგი პანდემია მოვა, მსოფლიო უფრო მომზადებული უნდა შეხვდეს, ვიდრე კორონავირუსის პანდემიის შემთხვევაში იყო.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემებში ინვესტირების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

"საზოგადოებრივი ჯანდაცვა არის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი. ეს გულისხმობს ინვესტირებას მოსახლეობაზე დაფუძნებულ მომსახურებებში დაავადების პრევენციის, გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით. ეს არ იქნება ბოლო პანდემია. ისტორია გვასწავლის, რომ ეპიდემიები და პანდემიები ცხოვრებისეული ფაქტებია. თუმცა, როდესაც მოვა შემდეგი პანდემია, მსოფლიო მზად უნდა იყოს - უფრო მზად, ვიდრე ამჯერად იყო", - განაცხადა გებრეიესუსმა.

მან აღნიშნა, რომ "აუცილებელია, ყველამ ვისწავლოთ გაკვეთილი, რომელსაც ეს პანდემია გვასწავლის".