ინდოეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ბრაზილიას გაუსწრო | Allnews.Ge

ინდოეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ბრაზილიას გაუსწრო

ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 90 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 204 613-ს მიაღწია.

ამ მონაცემებით ინდოეთმა ბრაზილიას გადაუსწრო და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ქვეყანა გახდა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ინდოეთში, ბოლო 24 საათში, "კოვიდ 19"-ს კიდევ 1 016 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 71 642-ს მიაღწია.

myquiz