რა ხდება იაპონიაში, სადაც ქარიშხლის გამო მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა | Allnews.Ge

რა ხდება იაპონიაში, სადაც ქარიშხლის გამო მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

იაპონიის სამხრეთით მცხოვრებ 1 700 000 ადამიანს ხელისუფლებამ ევაკუაციის რეკომენდაცია მისცა, რომელიც მოახლოებულ ქარიშხალ "ჰაეშენს" უკავშირდება. ხელისუფლებამ სტიქიის მოახლოების შესახებ გააფრთხილა პრეფექტურების - საგას, ნაგასაკის, კუმამოტოს, იოტას, მიაძაკისა და კაგოსიმას მცხოვრებლები.

იაპონიის ეროვნული მეტეოროლოგიური სამმართველო ერთ დღე-ღამეში 600 მილიმეტრის ნალექის მოსვლას პროგნოზირებს. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ქარის სიჩქარე წამში 50 მეტრს უკვე აჭარბებს.

მოახლოებული სტიქიის გამო, 550 შიდა ავიარესი გაუქმდა, შეჩერდა ჩქარი მატარებლების მიმოსვლა. ოკინავაზე ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიის შედეგად, 1300 ოჯახს ელექტროენერგია შეუწყდა.

ამ დროისთვის ქარიშხალი "ჰაიშენი" წყნარი ოკეანის მიმართულებით იაპონიის ოკინავას პრეფექტურისკენ მიემართება საათში 20 კილომეტრის სიჩქარით, რომლის სიჩქარე ეპიცენტრში წამში 75 მეტრს შეადგენს. ელოდებიან, რომ ქარიშხალი იაპონიის სამხრეთ რეგიონების სანაპიროს გამთენიისას მიაღწევს.

myquiz