აზერბაიჯანმა რუსეთის სამხედრო სწავლებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა | Allnews.Ge

აზერბაიჯანმა რუსეთის სამხედრო სწავლებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

აზერბაიჯანმა უარი განაცხადა სამხედრო სწავლებაში "კავკასია - 2020" მონაწილეობაზე, რომელიც რუსეთში სექტემბერშია დაგეგმილი. ამის შესახებ ინორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა გადაწყვიტა სწავლებაში დამკვირვებლების სახით, ორი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნოს.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის", "დსთ"-ს და "კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის" წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ თანამშრომლობა გაფართოვდეს. მოსალოდნელია, რომ პირველი ერთობლივი სწავლება "კავკასია-2020"-ის მანევრირების ფარგლებში გაიმართება.

მანამდე სწავლებაში მონაწილეობაზე უარი ინდოეთმაც განაცხადა.ამის მიზეზად კორონავირუსის პანდემია და მასთან დაკავშირებული სირთულეები დაასახელა.