ჰასან რუჰანი - ამერიკა უგულო და ბოროტია | Allnews.Ge

ჰასან რუჰანი - ამერიკა უგულო და ბოროტია

ამერიკა უგულო და ბოროტია, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ განაცხადა.

„შეერთებულ შტატებს რომ ცოტა კაცთმოყვარეობა და ტვინი ჰქონდეს, კორონავირუსის პანდემიის გამო სანქციების ერთი წლით მოხსნის გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ ამერიკა უგულო და ბოროტია და ამის ნაცვლად ბოლო 7 თვის განმავლობაში, კორონავირუსის კრიზისის დროს, ახალი სანქციები დაგვიწესა და ჩვენზე ზეწოლა გააძლიერა,“- განაცხადა ჰასან რუჰანიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის დროს ირანის არცერთი მეგობარი სახელმწიფო არ შეწინააღმდეგებია შეერთებულ შტატებს. ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსის 380 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 22 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

myquiz