კოსოვო და სერბეთი იერუსალიმში საელჩოებს გახსნიან | Allnews.Ge

კოსოვო და სერბეთი იერუსალიმში საელჩოებს გახსნიან

კოსოვო და სერბეთი ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით იერუსალიმში საელჩოებს გახსნიან- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„მინდა გაუწყოთ, რომ კოსოვო მუსლიმური უმრავლესობის მქონდე პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც იერუსალიმში საელჩოს გახსნის. ისრაელის საერთაშორისოდ აღიარებისა და მშვიდობის წრე ფართოვდება და მას სულ მალე კიდევ უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდება.“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის იერუსალიმში საკუთარი საელჩო მხოლოდ აშშ-სა და გვატემალას აქვს. პალესტინური მხარე იერუსალიმში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების განთავსებას ეწინააღმდეგება და მას საკუთარ დედაქალაქად განიხილავს.