BBC- კორონავირუსის რუსულმა ვაქცინა Sputnik-V-მა ანტისხეული შექმნა და მას გვერდითი მოვლენები არ აქვს | Allnews.Ge

BBC- კორონავირუსის რუსულმა ვაქცინა Sputnik-V-მა ანტისხეული შექმნა და მას გვერდითი მოვლენები არ აქვს

კორონავირუსის რუსულმა ვაქცინა Sputnik-V-მა ანტისხეული შექმნა და მას გვერდითი მოვლენები არ აქვს- ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იმ დაინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც რუსეთში Sputnik-V-ს იღებდნენ მდგომარეობის გაუმჯობესება აღენიშნებათ.

„ის მონაცემები რაც ხელთ გვაქვს დამაიმედებელია. რუსეთში ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ის დადებითად მოქმედებს პაციენტების მდოგმაროებაზე და აძლიერებს მათ იმუნიტეტს“- განაცხადა ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მეცნიერების პროფესორმა ბრენდან ვრენმა.

შეგახსენებთ, რუსეთში კორონავირუსის ვაქცინის შექმნის შესახებ გასულ თვეს განაცხადეს, რასაც დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერები უნდობლად უყურებდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ვაქცინის მასობრივი წარმოება უახლოეს მომავალში დაიწყება. პუტინის თქმით, კორონავირუსის ვაქცინა მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმაც გაიკეთა.