სილვიო ბერლუსკონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს | Allnews.Ge

სილვიო ბერლუსკონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი, რომელსაც ორი დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბერლუსკონის ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება სიფრთხილის ზომების დაცვის გამო მიიღეს. 83 წლის ბერლუსკონიმ საკუთარი პარტიის, „ფორზა იტალიის“ წევრებს განუცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს, სიცხე არ აქვს და მხოლოდ სისუსტე აღენისნება.

ბერლუსკონი იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს 3 ვადით, 1994-95, 2001-6 და 2008-11 წლებში იკავებდა.