აშშ კორონავირუსის ვაქცინის შექმნის საერთაშორისო ინციატივაში მონაწილეობას არ მიიღებს | Allnews.Ge

აშშ კორონავირუსის ვაქცინის შექმნის საერთაშორისო ინციატივაში მონაწილეობას არ მიიღებს

აშშ კორონავირუსის ვაქცინის შექმნის საერთაშორისო ინციატივაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამ ინფორმაციას თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯად დირი ავრცელებს.

"დონალდ ტრამპის მეთაურობით აშშ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას ინტენსიურად განაგრძობს, თუმცა კორუმპირებულ ჯანმო-სთან თანამშრომლობას, რომელიც ჩინეთის გავლენის ქვეშაა, არ აპირებს", - ნათქვამია განცხადებაში.

პროექტი COVAX ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივაა, რომელიც ვაქცინის შექმნასა და მსოფლიოში თანაბრად განაწილებას ითვალისწინებს. მასში მონაწილეობას 172 ქვეყანა მიიღებს.