რომის პაპი საერთაშორისო საზოგადოებას პანდემიით დაზარალებული ღარიბი ქვეყნებისთვის ვალის ჩამოწერისკენ მოუწოდებს | Allnews.Ge

რომის პაპი საერთაშორისო საზოგადოებას პანდემიით დაზარალებული ღარიბი ქვეყნებისთვის ვალის ჩამოწერისკენ მოუწოდებს

რომის პაპი ფრანცისკე საერთაშორისო საზოგადოებას პანდემიით დაზარალებული ღარიბი ქვეყნებისთვის ვალის ჩამოწერისკენ მოუწოდებს.

აღნიშნული განცხადება ვატიკანის ოფიციუალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პაპის თქმით, პანდემიის დროს მთელი მსოფლიო იტანჯება, განსაკუთრებით კი, ის ქვეყნები, სადაც კორონავირუსის გავრცელებამდეც საკმაოდ მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები იყო.

პაპმა ფრანცისკემ საზოგადოებას მოუწოდა ერთმანეთის მიმართ უფრო მეტი სოლიდარობა და თანადგომა გამოიჩინონ.