რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა | Allnews.Ge

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 4 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 000 048 -ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზედიზედ მეოთხე დღეა ქვეყანაში ახალი შემთხვევების რიცხვი მატულობს. გარდა ამისა, კორონავირუსით რუსეთში კიდევ 123 ადამიანი გარდაიცვალა და ფატალური შემთხვევების რიცხვმა, საერთო ჯამში, 17 299-ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 815 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.