დაჯგუფება „ჰამასი“ ღაზას სექტორში სამხედრო ესკალაციის შეწყვეტას დასთანხმდა | Allnews.Ge

დაჯგუფება „ჰამასი“ ღაზას სექტორში სამხედრო ესკალაციის შეწყვეტას დასთანხმდა

ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ღაზას სექტორში სამხედრო ესკალაციის შეწყვეტას დასთანხმდა. ამის შესახებ ორგანზიაციის წარმომადგელებმა განცხადება თავად გაავრცელეს. მათი თქმით, ყატარის შუამდგომლობით ღაზას სექტორსა და ისრაელის ხელისუფლებას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა.

28 აგვისტოს ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა, რასაც წინ დაჯგუფების მხრიდან ისრაელის მიმართულებით ასაფეთქებელი ნივთიერებების გაშვება უძღოდა.

შეგახსენებთ, რადიკალური დაჯგუფება „ჰამასი“ ღაზას სექტორის უმეტეს ნაწილს 1980-იანი წლებიდან აკონტროლებს. მათი მიზანი პალიესტინის ტერიტორიის ებრაელებისგან გათავისუფლებაა.