საფრანგეთში 1-ელი სექტემბრიდან სამუშაო ადგილებსა და სკოლებში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება | Allnews.Ge

საფრანგეთში 1-ელი სექტემბრიდან სამუშაო ადგილებსა და სკოლებში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება

საფრანგეთში პირველი სექტემბრიდან სამუშაო ადგილებში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება. საზოგადოების ნაწილი ახალ წესს საჭიროდ მიიჩნევს, ნაწილი კი მისი წინააღმდეგია. ზოგიერთი დასაქმებულის აზრით, რთულია უპასუხო კლიენტების ზარებს, როცა პირბადე გიკეთია. როგორც აგვისტოს შუა რიცხვებში საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რეგულაცია შეეხება ყველა საერთო სივრცეს, ოფისებსა და ქარხნებს, გარდა ცალკეული სამსახურებისა, სადაც მხოლოდ ერთი თანამშრომელი იმყოფება. მისივე თქმით, სახლიდან მუშაობის პრაქტიკა კვლავ რეკომენდებულია.

გარდა ამისა, ახალი სასწავლო სემესტრიდან, რომელიც საფრანგეთში 1-ელ სექტემბერს იწყება, 11 წლის და შემდგომი ასაკის მოსწავლეებისთვის და ყველა სრულწლოვნისთვის პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება. ბავშვებს პირბადეების ტარება გაკვეთილის პროცეშიც მოეთხოვებათ. ზოგიერთ სკოლაში მოსწავლეებს დამატებით ტემპერატურასაც გაუზომავენ.

myquiz