"შავი პანტერას" როლის შემსრულებელი, მსახიობი ჩედვიკ ბოსმანი გარდაიცვალა | Allnews.Ge

"შავი პანტერას" როლის შემსრულებელი, მსახიობი ჩედვიკ ბოსმანი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი ჩედვიკ ბოსმანი, რომელიც „შავი პანტერას“ როლს ასრულებდა 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

BBC-ის ინფორმაციით მსახიობის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა, რომელსაც ის 2016 წლიდან ებრძოდა, თუმცა ავადმყოფობის შესახებ საჯაროდ არ განუცხადებია. მსახიობი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

ჩედვიკ ბოსმანი ათობით სხვადასხვა ფილმში თამაშობდა, მისი ყველაზე ცნობილი როლი „შავი პანტერა“ იყო, რომელიც კინოთეატრებში 2018 წელს გამოვიდა და მისმა მოგებამ 1.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.