ანგელა მერკელი - არსებული დაძაბულობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რუსეთთან დიალოგი გაგრძელდეს | Allnews.Ge

ანგელა მერკელი - არსებული დაძაბულობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რუსეთთან დიალოგი გაგრძელდეს

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, მნიშვნელოვანია რუსეთთან დიალოგი გაგრძელდეს, მიუხედავად არსებული დაძაბულობისა, რომელიც დაკავშირებულია ბელარუსთან და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლასთან, რომელიც ამ დროისთვის ბერლინის კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.

მერკელის თქმით, რუსეთი მსფლიოში მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმოადგენს და მასთან ურთიერთობის ნორმალიზება გერმანიის ინტერესებშია.  ანგელა მერკელმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი ბელარუსში სამხედრო ძალებს არ გაგზავნის.

myquiz