6 გარდაცვლილი, განადგურებული ათასობით სახლი- რა ხდება აშშ-ში, სადაც ქარიშხალი "ლაურა" მძვინვარებს? (ფოტოები) | Allnews.Ge

6 გარდაცვლილი, განადგურებული ათასობით სახლი- რა ხდება აშშ-ში, სადაც ქარიშხალი "ლაურა" მძვინვარებს? (ფოტოები)

აშშ-ში, ლუიზიანას შტატში, ქარიშხალ „ლაურას“ სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაღუპულებიდან ოთხი საკუთარ სახლებში, ქარიშხლისგან მოგლეჯილ ხეებს ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის 14 წლის გოგონაცაა.

ძლიერმა ქარმა, რომლის მაქსიმალურმა სიჩქარემ საათში 240 კილომეტრს მიაღწია, შენობები, მანქანები, გზები, ხიდები და ელექტროგადმცემი ხაზები დააზიანა. ლუიზიანას შტატში ელექტოენერგიის გარეშე 600 000, ტეხასში კი - 180 000 ოჯახი დარჩა. ლუიზიანას შტატში, სტიქიის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოებისთვის, 1 500 ადამიანი, მათ შორის ეროვნული გვარდიის ჯარიკაცები არიან განთავსებული.

ლუიზიანის შტატის გუბერნატორმა, ჯონ ბელ ედვარდსმა განაცხადა, რომ ქარიშხლისგან მიყენებული ზარალი მოსალოდნელზე ნაკლები, თუმცა, მაინც მნიშვნელოვანია.

myquiz