კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წლის ბოლომდე, ან უფრო ადრე გვექნება- დონალდ ტრამპი | Allnews.Ge

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წლის ბოლომდე, ან უფრო ადრე გვექნება- დონალდ ტრამპი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წლის ბოლომდე, ან უფრო ადრე გვექნება- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს ახალი, ძლიერი და უჩინარი მტერი დაესხა თავს. როგორც ბევრი ამერიკელი, ჩვენ წინ აღვუდეგით ამ გამოწვევას. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება, ან ეს შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს“-განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ამერიკელი ხალხი კორონავირუსის პანდემიას მალე დაამარცხებს და გახდება იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

myquiz