რუსეთმა ლუკაშენკოს დასახმარებლად სამართალდამცავების რეზერვი შექმნა- ვლადიმერ პუტინი | Allnews.Ge

რუსეთმა ლუკაშენკოს დასახმარებლად სამართალდამცავების რეზერვი შექმნა- ვლადიმერ პუტინი

ალექსანდრე ლუკაშენკოს თხოვნით რუსეთმა სამართალდამცავების რეზერვი ჩამოაყალიბა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია Россия-24-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ალექსანდრე გრიგორიჩმა მთხოვა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისგან ჩამომეყალიბებინა გარკვეული რეზერვი და მე ეს გავაკეთე. თუმცა, ჩვენ შევთანხმდით ასევე, რომ ის არ იქნება გამოყენებული, ვიდრე სიტუაცია უკონტროლო არ გახდება და ვიდრე პოლიტიკურ ლოზუნგებს ამოფარებული ექსტრემისტული ელემენტები არ გადავლენ გარკვეულ ზღვარს და არ შეუდგებიან ნგრევას, არ დაიწყებენ მანქანების, შენობების, ბანკების დაწვას, არ ეცდებიან ადმინისტრაციული შენობების დაკავებას."

ამასთან პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ბელარუსში სიტუაცია ძალიან მალე დასტაბილურდება და რეზერვის გამოყენება საჭირო არ გახდება.

 

myquiz