აშშ-ის სანაპიროებს ძლიერი ქარიშხალი "ლაურა" უახლოვდება- მეტეოროლოგები მოსახლეობის დაუყოვნებელ ევაკუაციას მოითხოვენ | Allnews.Ge

აშშ-ის სანაპიროებს ძლიერი ქარიშხალი "ლაურა" უახლოვდება- მეტეოროლოგები მოსახლეობის დაუყოვნებელ ევაკუაციას მოითხოვენ

აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მოახლოებული ქარიშხლის შესახებ აფრთხილებს და აცხადებს, რომ ქარიშხალი "ლაურა" ფატალური შტორმის ტალღებს, ძლიერ ქარსა და წყალდიდობას გამოიწვევს. BBC-ი წერს, რომ მეოთხე კატეგორიის შტორმი ტეხასისა და ლუიზიანას შტატებს უახლოვდება, ქარის მაქსიმალური სიჩქარე საათში 240 კილომეტრია და თუკი აღნიშნული სიჩქარე შენარჩუნდება, შეერთებული შტატების სამხრეთ სანაპიროს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქარიშხალი დაატყდება თავს.

მოსალოდნელი სტიქიის გამო ნახევ მილიონამდე მოქალაქეს ევაკუაციისკენ მოუწოდეს. აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქარიშხალი "ლაურა" მექსიკის ყურის სანაპიროს ნაწილში, სავარაუდოდ, სიცოცხლისთვის სახიფათო რისკებს გამოიწვევს.

"ქარიშხალი ხუთშაბათს აღმოსავლეთ ტეხასისა და დასავლეთ ლუიზიანას ნაწილებსაც მიაღწევს", -აცხადებენ აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულ ცენტრში.

შეგახსენებთ, ქარიშხალი "ლაურა" და "მარკო" ცოტა ხნის წინ კარიბის ზღვის კუნძულებს დაატყდა თავს, რასაც 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიამ ყველაზე მეტად ჰაიტი დააზარალა, სადაც შტორმს სულ მცირე 21 ადამიანი შეეწირა.

myquiz