რატომ სთხოვს დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს დებატების წინ ნარკოტესტის გავლას? | Allnews.Ge

რატომ სთხოვს დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს დებატების წინ ნარკოტესტის გავლას?

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "დემოკრატ" მეტოქეს, ჯო ბაიდენს, დებატების წინ ნარკოტესტის გავლას სთავაზობს.

ტრამპმა გამოცემა Washington Examiner-ს განუცხადა, რომ მან "დემოკრტიული პარტიის" სატელევიზიო დებატებში მონაწილეობისას ბაიდენს "მოულოდნელი გაუმჯობესება" შენიშნა.

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი 3 ნოემბრის არჩევნებამდე ტელედებატებში სამჯერ დაუპირისპირდებიან ერთმნეთს.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა ნარკოტესტის გავლა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამართული ბოლო ტელედებატების წინ მაშინდელ მეტოქეს, ჰილარი კლინტონსაც მოსთხოვა.