რა ხდება აშშ-ის უისკონსინის შტატში, სადაც მასშტაბურ აქციებს 2 ადამიანი ემსხვერპლა | Allnews.Ge

რა ხდება აშშ-ის უისკონსინის შტატში, სადაც მასშტაბურ აქციებს 2 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში საპროტესტო აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა, სადაც დემონსტრანტებსა და შეიარაღებულ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. სროლის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ერთი ადამიანი.

საპროტესტო აქციები ქალაქ კენოშაში მას შემდეგ იმართება, რაც 23 აგვისტოს პოლიციელებმა 29 წლის ფერადკანიან მამაკაცს, ჯეიკობ ბლეიკს მაშინ ესროლეს, როცა ის საკუთარ მანქანაში ჯდებოდა. ამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში ასობით ადამიანი კენოშას პოლიციის შენობასთან შეიკრიბა. პოლიციამ, შეიარაღებული მძარცველებისგან თავდასხმის აცილების მიზნით ბიზნეს ობიექტებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, დროებით დახურვისკენ მოუწოდა და ქალაქში ე.წ. "კომენდანტის საათი" დააწესა.

ორშაბათს, უისკონსინის შტატის გუბერნატორმა ტონი ევერსმა დახმარებისთვის ეროვნულ გვარდიას მიმართა. მათ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ აზიანებს რამდენიმე დემონსტრანტი მანქანებსა და სხვადასხვა შენობას. ვრცელდება დამწვარი შენობებისა და მანქანების ფოტოებიც.

სამშაბათს ქალაქში ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. მათმა ნაწილმა სამართალდამცავებს პიროტექნიკა და ბოთლები დაუშინა, რასაც პოლიციამ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით უპასუხა.

უისკონსინის შტატში სგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საპროტესტო აქციები სხვა ქალაქებშიც იმართება, მათ შორის პორტლენდში, ორეგონში, მინეაპოლისსა და მინესოტაში.

myquiz