პანდემიის გამო რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დასახმარებლად დამატებით 1 მილიარდი დოლარი გამოიყოფა- ტრამპი | Allnews.Ge

პანდემიის გამო რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დასახმარებლად დამატებით 1 მილიარდი დოლარი გამოიყოფა- ტრამპი

პანდემიის გამო რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დასახმარებლად დამატებით 1 მილიარდი დოლარი გამოიყოფა-ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო საკვებითა და აუცილებელი პროდუქტებით იმ ოჯახებს დაეხმარება, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

„სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ოჯახების კვებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის დამატებით 1 მილიარდ დოლარს გამოვყოფთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კაროლინაში მოსახლეობასთან შეხვედრისას.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 მარტს ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მსხვილი დახმარების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ეკონომიკა დამატებით 2 ტრილიონ დოლარს მიიღებს.