ეკოაქტივისტი გრეტა თუნბერგი სკოლაში ბრუნდება | Allnews.Ge

ეკოაქტივისტი გრეტა თუნბერგი სკოლაში ბრუნდება

შვედი ეკოაქტივისტი გრეტა თუნბერგი სკოლაში ბრუნდება. ამის შესახებ მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„სკოლაში სიარულის ერთწლიანი პაუზა დასრულდა. რა მშვენიერია, რომ საბოლოოდ ვბრუნდები სკოლაში“-წერს ის.

ამასთან, თუბერგი აცხადებს, რომ ბრძოლას არ შეწყვეტს და გარემოსდაცვით აქციებში მონაწილეობას ისევ აქტიურად გააგრძელებს. ცნობისთვის, გრეტა თუბერგმა 2018 წელს სტოკჰოლმში პარლამენტის შენობის წინ კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის შეჩერების მოწოდებით აქციების გამართვა დაიწყო. მას მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანი შეუერთდა.

2019 წელს მან ატლანტის ოკეანე იალქნიანი ნავით გადაცურა, რათა ნიუ-იორკამდე მიეღწია და გაეროს კლიმატის ცვლილებების შესახებ დაგეგმილ სამიტში მონაწილეობა მიეღო.

myquiz