დონალდ ტრამპი - “დემოკრატები” კოვიდს არჩევნების მოსაპარად იყენებენ | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი - “დემოკრატები” კოვიდს არჩევნების მოსაპარად იყენებენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „დემოკრატიული პარტია“ კოვიდ-19-ს ამერიკელი ხალხის მოსატყუებლად და არჩევნების მოსაპარად იყენებს. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ფოსტის საშუალებით ხმის მიცემა, შესაძლოა, არჩევნების გაყალბების საშუალება გახდეს, რაც, „დემოკრატიული პარტიისთვის“ ხელსაყრელ სიტუაციას შექმნის.

„ერთადერთი გზა, რითაც მათ შეუძლიათ, არჩევნები წაგვართვან, გაყალბებული არჩევნებია. მაგრამ ჩვენ წაგებას არ ვაპირებთ,“- განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

ცნობისათვის, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ დონალდ ტრამპი ორშაბათს, ქალაქ შარლოტიში გამართულ ყრილობაზე, საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. პარტიის ყრილობის ფარგლებში სიტყვით გამოსვლას ტრამპი ხუთშაბათს გეგმავს.