მაიკ პომპეო - აშშ განაგრძობს ახლო აღმოსავლეთში ისრაელის სამხედრო უპირატესობის უზრუნველყოფას | Allnews.Ge

მაიკ პომპეო - აშშ განაგრძობს ახლო აღმოსავლეთში ისრაელის სამხედრო უპირატესობის უზრუნველყოფას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ განაგრძობს ახლო აღმოსავლეთში ისრაელის სამხედრო უპირატესობის უზრუნველყოფას მასსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის იარაღის მიწოდების შესახებ ნებისმიერი მომავალი ხელშეკრულების პირობებში.

"აშშ-ს ისრაელის სამხედრო უპირატესობის უზრუნველყოფის კუთხით იურიდიული ვალდებულება აქვს ნაკისრი. ჩვენ განვაგრძობთ ამ ვალდებულების პატივისცემას," - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა იერუსალიმში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამრთულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, აშშ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფდა სამხედრო დახმარებით, რაც ირანისგან მომდინარე საფრთხისგან დაცვას ისახავდა მიზნად და მომავალშიც აპირებს, იგივე გააკეთოს ისე, რომ ისრაელის წინაშე აღებული ვალდებულება არ დაარღვიოს.

"ჩვენ ამის განხორციელების ძლიერი ვალდებულება გვაქვს და ამას ისე გავაკეთებთ, რომ ისრაელის მიმართ ვალდებულება შევინარჩუნოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიზანს მიაღწევს," - განაცხადა პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ესტუმრა. ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილი 5-დღიანი ტურნეს ფარგლებში, ისრაელის გარდა პომპეო ესტუმრება არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინს, ომანს, ყატარსა და სუდანს.