რა ხდება კალიფორნიაში, სადაც ტრამპმა შტატი კატასტროფის ზონად გამოაცხადა | Allnews.Ge

რა ხდება კალიფორნიაში, სადაც ტრამპმა შტატი კატასტროფის ზონად გამოაცხადა

კალიფორნიაში გამანადგურებელი ხანძრების გამო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შტატი კატასტროფის ზონად გამოაცხადა და ფედერალურ დონეზე დახმარება გამოყო.

"როიტერის" ცნობით, ხანძრებს შტატში მინიმუმ 6 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა აუცილებელი. ასევე დაზიანდა 700-მდე შენობა. BBC-ის ინფორმაციით, 14 000-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის ხანძრის 585 კერას, რომელიც 400 000 ჰექტარზეა გავრცელებული. ტერიტორიის კატასტროფის ზონად გამოცხადების შემდეგ, შესაძლებელი ხდება ფედერალური დაფინანსების გამოყენება დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების დასახმარებლად.