ჯანმო-ს ხელმძღვანელი - იმედი მაქვს, კორონავირუსის პანდემია ორ წელიწადში დასრულდება | Allnews.Ge

ჯანმო-ს ხელმძღვანელი - იმედი მაქვს, კორონავირუსის პანდემია ორ წელიწადში დასრულდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ იმედი აქვს, კორონავურისის პანდემია ორი წლის მანძილზე დასრულდება.

მისივე თქმით, ესპანური გრიპის დამარცხებას 2 წელი დასჭირდა, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები ვირუსის უფრო სწრაფად დამარცხების საშუალებას იძლევა.

"რა თქმა უნდა, მეტი კავშირები ვირუსის გავრცელების მეტ შანსს აჩენს. თუმცა, ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია და ცოდნა მის შესაჩერებლად,"- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ცნობისათვის, ე.წ. ესპანურ გრიპს 1918 წელს 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორონავირუსით კი დღემდე 800 000 ადამიანამდეა დაღუპული.