რუსი ექიმები ალექსეი ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანას დათანხმდნენ | Allnews.Ge

რუსი ექიმები ალექსეი ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანას დათანხმდნენ

ქალაქ ომსკის საავადმყოფოს ექიმები რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანას დათანხმდნენ. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ექიმებმა აღნიშნული გადაწყვეტილება სპეციალურ შეხვედრაზე მიიღეს, რომელმსაც ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნი ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ექიმები ნავალნის გერმანიის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგები იყვნენ, რასაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირებდნენ. მედიაში კი გავრცელდა მოსაზრება, რომ ექიმების აღნიშნული გადაწყვეტილება კრემლიდან იყო ნაკარნახევი.

ცნობისთვის, 20 აგვისტოს, ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო. ამის გამო თვითმფრინავმა ქალაქ ომსკში ავარიული დაშვება განახორციელა, სადაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.