6 გარდაცვლილი, ასობით განადგურებული სახლი- რა ხდება კალიფორნიაში, სადაც რამდენიმე დღეა ხანძარი მძვინვარებს | Allnews.Ge

6 გარდაცვლილი, ასობით განადგურებული სახლი- რა ხდება კალიფორნიაში, სადაც რამდენიმე დღეა ხანძარი მძვინვარებს

კალიფორნიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში უკვე რამდენიმე დღეა ძლიერ ხანძრებს ებრძვიან.

BBC-ის ინფორმაციით, სტიქიურ უბედურებას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპა. ძლიერი დაკვამლიანების გამო ქალაქ სან-ფრანცისკოში მცხოვრები ათასობით ადამინი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა და დროებით თავშესაფარში გადასულიყო.

გამოცემის ცნობით, ცეცხლმა შტატში ასობით შენობა გაანადგურა და კიდევ ათასობით მათგანს საფრთხე ემუქრება. შტატში ხანძრის ჩაქრობას 10 000-ზე მეტი მეხანძრე და ათობით ვერტმფრენი ცდილობს.

გავრცელებული ვერსიით, კალიფორნიაში ცეცხლის გაჩენის მიზეზი მეხის დაცემა გახდა.

myquiz