ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება- მოწამლეს თუ არა რუსი ოპოზიციონერი? | Allnews.Ge

ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება- მოწამლეს თუ არა რუსი ოპოზიციონერი?

ქალაქ ომსკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მთავარი ექიმის მოადგილის, ანატოლი კალინიჩენკოს, განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

მისივე თქმით, დიაგნოზის დადგენა, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხდება.

"პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ამჟამად სიმპტომური მკურნალობა უტარდება. მიმდინარეობს დიაგნოზის დაზუსტება, რომელიც სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი,"- აღნიშნა კალინიჩეკომ.

შეგახსენებთ, ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა დღეს "ტვიტერზე" დაწერა, რომ ფრენის დროს პოლიტიკოსი შეუძლოდ გახდა და თვითმფრინავმა რუსეთის ქალაქ ომსკში საგანგებო დაშვება განახორციელა. "დღეს დილით, ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა. ფრენისას ის შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი საგანგებოდ დაეშვა ომსკში. მას აღენიშნება ტოქსიკური მოწამვლა", - დაწერა იარმიშმა "ტვიტერში". მომდევნო პოსტში მან განმარტა, რომ რუსი პოლიტიკოსი კვლავ უგონო მდგომარეობაშია და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს.