ევროპაში კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად გაზიარდა- საფრანგეთსა და ესპანეთში კარანტინის დასრულების დროიდან კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა | Allnews.Ge

ევროპაში კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად გაზიარდა- საფრანგეთსა და ესპანეთში კარანტინის დასრულების დროიდან კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

საფრანგეთსა და ესპანეთში კარანტინის დასრულების დროიდან კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

საფრანგეთის ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში, ბოლო 24 სააათში, კორონავირუსის 3 776 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 225 043-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის მაისის შუა რიცხვებიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც საკარანტინო რეჟიმი დასრულდა.

რაც შეეხება ესპანეთს, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ის 3 715 შემთხვევა დადასტურდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ივნისის ბოლოდან ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი დასრულდა.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 370 867-მდე გაიზარდა.

myquiz