BBC- ბერლინში სავარაუდოდ ტერორისტული აქტი მოხდა | Allnews.Ge

BBC- ბერლინში სავარაუდოდ ტერორისტული აქტი მოხდა

18 აგვისტოს გვიან ღამით, ბერლინში მომხდარი ავტოავარია, სავარაუდოდ, ტერორიზმთანაა კავშირში- ამის შესახებ ინფორმაციას BBC გერმანიის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 30 წლის თავდამსხმელი, რომელიც ერაყიდანაა უკვე დაკავებულია. ის რამდენიმე წელია გერმანიაში, ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობს და საავარაუდოდ, რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების წევრია. მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ მომხდარი, სავარაუდოდ, ტერორისტული თავდასხმა იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მძღოლმა ავტომობილზე ყუთი დადო და თქვა, რომ ეს ასაფეთქებელი მოწყობილობაა. გამნაღმველებმა ყუთში სახიფათო ვერაფერი აღმოაჩინეს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

myquiz