რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება დაიწყო | Allnews.Ge

რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება დაიწყო

რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტორზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი თქმით, ვაქცინა თავდაპირველად ქვეყნის მოსახლეობას მიწოდება, შემდეგ კი ექსპორტზეც გავა. 11 აგვისტოს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V” ოფიციალურად დაამტკიცა.

პრეპარატი გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა შექმნა. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაზე კლინიური ცდები მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში ჩატარდა.

myquiz