გაეროს უშიშროების საბჭომ ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს გახანგრძლივებას მხარი არ დაუჭირა | Allnews.Ge

გაეროს უშიშროების საბჭომ ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს გახანგრძლივებას მხარი არ დაუჭირა

გაეროს უშიშროების საბჭომ არ დაუჭირა მხარი აშშ-ის რეზოლუციას, რომელიც ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს გახანგრძლივებას ითვალისწინებდა.

მედიის ინფორმაციით, პარასკეევს გამართულ კენჭისყრაზე აშშ-მ მხოლოდ ერთი ქვეყნის - დომინიკის რესპუბლიკის მხარდაჭერა მოიპოვა, ორმა ქვეყანამ - რუსეთმა და ჩინეთმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, თერთმეტმა კი - თავი შეიკავა. იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი იყვნენ.

ბირთვული შეთანხმების თანახმად, ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს ​ვადა 2020 წლის 18 ოქტომბერს იწურება.

myquiz