ევროკავშირის საგარეო საქმეთა მონსიტრები ბელარუსში აქტივისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ბრძანების გამცემ პირებს სანქციებს დაუწესებენ | Allnews.Ge

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მონსიტრები ბელარუსში აქტივისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ბრძანების გამცემ პირებს სანქციებს დაუწესებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მონსიტრებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ბელარუსში აქტივისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ბრძანების გამცემ პირებს სანქციებს დაუწესებენ. ამ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა, რომ მინისტრები იმ პირთა წინააღმდეგ გეგმავენ სანქციების დაწესებას, ვინც ბელარუსში არჩევნების გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა და მშვიდობიანი აქციები დარბევაშია პასუხისმგებელი.

 „ვერ დავხუჭავთ თვალს არჩევნების გაყალბებასა და ძალის გამოყენებაზე. ზოგიერთმა მინისტრმა სანქციების დაწესებას დაუჭირეს მხარი. პოლონეთი მხარს უჭერს სანქციების დაწესებას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც არჩევნების გაყალბებასა და ძალის გამოყენებაზე არიან პასუხისმგებელი. ევროკავშირი შესაბამისიის სიის ჩამოყალიბებაზე იმუშავებს“, - განაცხადა ჩაპუტოვიჩმა.

 

შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

myquiz