რატომ აპირებს თურქეთი საუდის არაბეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას? | Allnews.Ge

რატომ აპირებს თურქეთი საუდის არაბეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას?

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარამ, შესაძლოა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს, რისი მიზეზიც ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ მიღწეული შეთანხმებაა.

“პალესტინის წინააღდეგ განხორციელებული ქმედების მონელება შეუძლებელია. მე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი, რომ შესაძლოა, აბუ-დაბისთან დიპლომატიური ურთიერთობები შევწყვიტოთ, ან ჩვენი ელჩი გამოვიწვიოთ“, - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, აშშ-ის დახმარებით, ურთიერთობების სრული ნორმალიზების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს. დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ სამ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების ტექსტიც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს ისტორიული დიპლომატიური მიღწევა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობას შეუწყობს ხელს.

myquiz