მსოფლიოს რომელ ქვეყნებშია ყველაზე დაბინძურებული ჰაერი | Allnews.Ge

მსოფლიოს რომელ ქვეყნებშია ყველაზე დაბინძურებული ჰაერი

ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა. აღმოჩნდა რომ პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 50%  მტვერითა და ტოქსიკური აეროზოლებით დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. მათი უმრავლესობა აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ცხოვრობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, დაბინძურებული ჰაერი წელიწადში დაახლოებით 7 მილიონ ადამიანს კლავს.

საშიშ ნივთიერებებს მიეკუთვნება ოზონო და ბუნებრივი და ხელოვნური წარმომავლობის მტვერი. აღსანიშნავია, რომ ბოლო ანალიზში გათვალისწინებულია არა მარტო სამრეწველო დაბინძურება, არამედ მაგალითად, ქარით ჰაერში გაბნეული უდაბნო საქარას ქვიშაც.

პლანეტის მოსახლეობის ნახევარი სუნთქავს ჰაერით, რომელშიც მტვერისა და აეროზოლის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაშვებულ ნორმებს. ამ მხრივ ყველაზე ცუდი სიტუაციაა ჩრდილოეთ აფრიკაში, ინდოეთში, ბანგლადეშში, ჩინეთსა და შუა აზიის ქვეყნებშია. თუმცა, ამასთანავე, ბოლო ათწლეულში ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშო ჰაერის ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება.

myquiz