აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა | Allnews.Ge

აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მხოლოდ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვირუსის 500 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, დაღუპულთა რაოდნეობა კი 9 600-ს აღემატება.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ეგვიპტეში, ნიგერიასა და განაში ფიქსირდება.

ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებთან შედარებით, აფრიკაში კორონავირუსის გაცილებით ნაკლები ტესტი გაკეთდა, რის გამოც ინფიცირებულ პაციენტთა რაოდნეობა შესაძლოა გაცილებით უფრო მეტი იყოს.

myquiz