მსოფლიოში კორონავირუსით ყოველ 15 წამში 1 ადამიანი იღუპება- Reuters | Allnews.Ge

მსოფლიოში კორონავირუსით ყოველ 15 წამში 1 ადამიანი იღუპება- Reuters

ბოლო 2 კვირის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით ყოველ 24 საათში, საშუალოდ, 5 900 ადამიანი იღუპება, რაც ყოველ 15 წამში 1 ადამიანის გარდაცვალებას ნიშნავს,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მსოფლიოში "კოვიდ-19"-ით დაღუპულთა რიცხვმა 700 000-ს გადააჭარბა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი, 18.7 მილიონს მიაღწია.

ფატალური შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე შეერთებული შტატები დგას, მას ბრაზილია, ინდოეთი და მექსიკა მოჰყვებიან. Reuters-ის მიხედვით, აშშ და ლათინური ამერიკის ქვეყნები ვირუსის გავრცელების ახალ ეპიცენტრებად იქცნენ.

ბოლო პერიოდში ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება ავსტრალიაში, იაპონიაში, ჰონგ-კონგში, ბოლივიაში, სუდანში, ეთიოპიაში, ბულგარეთში, ბელგიაში, უზბეკეთსა და ისრაელში.

myquiz