საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ტყის ხანძარს ებრძვიან | Allnews.Ge

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ტყის ხანძარს ებრძვიან

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტში, ტყის ხანძარს ებრძვიან.

Euronews-ის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობას 1 200-ზე მეტი მეხანძრე და 7 ვერტმფრენი ცდილობს. როგორც ირკვევა, ცეცხლი გასულ საღამოს გაჩნდა და 500 ჰექტარზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწები და ტყის მასივი გაანადგურა.

ამასთან, დეპარტამენტის ხელისუფლებამ ხანძარსაშიში ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

myquiz