ანტონიო გუტერეში - მოსწავლეებისა და სტუდენტების სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხოდ დაბრუნება მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს | Allnews.Ge

ანტონიო გუტერეში - მოსწავლეებისა და სტუდენტების სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხოდ დაბრუნება მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ მაშინვე, როგორც კი ქვეყნების მიერ კორონავირუსის ადგილობრივი გავრცელების შემთხვევების გაკონტროლება მოხდება, მოსწავლეებისა და სტუდენტების სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხოდ დაბრუნება მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს 160 ქვეყანაში ერთ მილიარდზე მეტი მოსწავლე და სტუდენტი დაზარალდა, სულ ცოტა 40-მა მილიონმა ბავშვმა კი სკოლამდელი ასაკის განათლების მიღება ვერ შეძლო.

"ამის შედეგად მსოფლიოს მასშტაბით, მთელი თაობა კატასტროფის წინაშე დგას, რამაც შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში მიღწეული პროგრესი უკან დახიოს, შესაძლებლობების უდიდესი პოტენციალი დაკარგოს და არსებული უთანასწორობები კიდევ უფრო გააღრმავოს ", – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

მისივე თქმით, მსოფლიოსთვის ახლა გადამწყვეტი პერიოდია, რომელსაც ახალგაზრდებისა და ზოგადად, ქვეყნების მომავალზე გრძელვადიანი ზეგავლენა ექნება.

"იმ გადაწყვეტილებებს, რასაც ახლა მთავრობები და მშობლები ღებულობენ, ასობით მილიონ ახალგაზრდაზე, ისევე როგორც ქვეყნების განვითარების პერსპექტივებზე ხანგრძლივი ზეგავლენა ექნება,"- აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

myquiz