ვლადიმერ პუტინი - სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სიტუაცია რუსეთისთვის ძალიან სენსიტიური საკითხია | Allnews.Ge

ვლადიმერ პუტინი - სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სიტუაცია რუსეთისთვის ძალიან სენსიტიური საკითხია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სიტუაცია რუსეთისთვის ძალიან სენსიტიური საკითხია. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

პუტინის თქმით, ორივე მათგანი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრია და კონფლიქტური სიტუაცია მთელს რეგიონზე ახდენს გავლენას.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია 12 ივლისს გამწვავდა. შეტაკებების შედეგად დაიღუპნენ როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი ჯარისკაცები. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

myquiz