BBC- კლიმატის ცვლილების გამო თეთრი დათვები შესაძლოა 2100 წლამდე გადაშენდნენ | Allnews.Ge

BBC- კლიმატის ცვლილების გამო თეთრი დათვები შესაძლოა 2100 წლამდე გადაშენდნენ

თუ გარემოს დაბინძურება და კლიმატის ცვლილება საუკუნის ბოლომდე ამ ტემპებით გაგრძელდება, თეთრი დათვები გადაშენების სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. ამ ინფორმაციას BBC სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თეთრი დათვების გადაშენების მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლობალური დათბობა გახდება, რაც დათვების ბუნებრივ საცხოვრებელ არეალს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ტემპერატურის მატების გამო დათვები იძულებულები გახდებიან სულ უფრო დაშორდნენ ოკეანის სანაპირო ზოლს, რაც მათი საკვების რაოდენობას კრიტიკულად შეამცირებს.

"პოლარული დათვების ამჟამინდელი მდგომარეობა კლიმატის ცვლილების კარგი მაგალითია. თუ ყინული სრულიად დადნება, მათ წასასვლელი არსად დარჩებათ და დაიღუპებიან"- აცხადებს ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი პეტერ მოლნარი.

მკვლევარების მტკიცებით დღესდღეობით პოლარული დათვების საცხოვრებელი გარემო უკვე მნიშვნელოვნადაა შემცირებული და მათი პოპულაციის ნაწილი გარემოს შეცვლის გამო საკვების სერიოზულ დეფიციტს განიცდის.

myquiz