გრეტა თუნბერგი ჯილდოდ მიღებულ 1.14 მილიონ ევროს გარემოსდამცველ ჯგუფებს გადასცემს | Allnews.Ge

გრეტა თუნბერგი ჯილდოდ მიღებულ 1.14 მილიონ ევროს გარემოსდამცველ ჯგუფებს გადასცემს

შვედი გარემოსდამცველი აქტივისტი გრეტა თუნბერგი ჯილდოდ მიღებულ 1.14 მილიონ ევროს გარემოსდამცველ ჯგუფებს გადასცემს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"მე ძალიან გახარებული ვარ გულბენკიანის პრიზის მიღებით. ჩვენ კლიმატური განადგურების საფრთხის წინაშე ვართ და ჩემი ფონდი უმოკლეს ვადაში გადარიცხავს 1 მილიონ ევროს იმ ორგანზიაციებისა და პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც გარემოს იცავს. ასევე დავეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებმაც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადეს."- წერს თუნბერგი.

აქტივისტის თქმით, თანხის დიდი ნაწილი ბრაზილიაში ამაზონის ტყეების გადარჩენას მოხმარდება.

myquiz