კიდევ ერთი ტრაგედია საფრანგეთში - ქალაქ ნანტში უძველესი ტაძარი იწვის | Allnews.Ge

კიდევ ერთი ტრაგედია საფრანგეთში - ქალაქ ნანტში უძველესი ტაძარი იწვის

საფრანგეთის ქალაქ ნანტში წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში ცეცხლი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხანძარს 60-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის, რომლებიც ადგილობრივი დროით დაახლოებით 07:44 საათზე გამოიძახეს. ცნობისათვის, ეს ხანძარი ტაძრისთვის პირველი არ არის. 1972 წელს ხანძარმა შენობის სახურავი დააზიანა და მის აღდგენამდე ტაძარი 3 წლის განმავლობაში დახურული იყო.

წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძრის მშენებლობა 1434 წელს დაიწყო და მის საბოლოოდ დასრულებას 457 წელი დასჭირდა.

myquiz