დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მსხვერპლით დასრულდა- რა მოხდა ტავუშის პროვინციაში | Allnews.Ge

დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მსხვერპლით დასრულდა- რა მოხდა ტავუშის პროვინციაში

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაპირისპირება მოხდა.

"აზერბაიჯანის შეიარაღებულიძალების სამხედროები 12:30 საათზე, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, "უაზ"-ის ავტომანქანით შეეცადნენ სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევას ტავუშის მიმართულებით. "ნიუს.ამ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი შუშან სტეპანიანი წერს.

"სომხური მხარის გაფრთხილების შედეგად, მოწინააღმდეგე მხარის სამხედროებმა მიატოვეს ავტომანქანა და დაბრუნდნენ საკუთარ პოზიციებზე. 13:45 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედროები, საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით შეეცადნენ დაეკავებინათ ჩვენი საყრდენი პუნქტი. თუმცა, ცეცხლის გახსნის შედეგად ისინი უკუიქცნენ, რა დროსაც დაკარგეს ცოცხალი ძალა. სომხეთის მხრიდან დანაკარგი არ არის", - წერს თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ დაკარგა ორი სამხედრო მოსამსახურე და დაჭრილია ხუთი ჯარისკაცი.

myquiz