ჯეფ ბეზოსის ქონებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - როგორ გამოიყურება Forbes-ის მილიარდერთა ათეული
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. Forbes-ის მიხედვით, Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონება 182,6 მლრდ დოლარს შეადგენს. გამოცემის ინფორმაციით, 1,54 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა Amazon-იკაპიტალიზაციაც.
Bloomberg-ის თანახმად, ჯეფ ბეზოსის ქონება ამერიკის მშპ-ს 0,89%-ის ექვივალენტია. ამასთან, ის მსოფლიოში უმდიდრესი 500 ადამიანის საერთო ქონების 3%-ს ფლობს.
გთავაზობთ Forbes-ის უახლეს მონაცემებს:
- ჯეფ ბეზოსი - 182,6 მლრდ დოლარი
- ბილ გეითსი - 110,7 მლრდ დოლარი
- ბერნარ არნო - 110,1 მლრდ დოლარი
- მარკ ცუკერბერგი - 89,6 მლრდ დოლარი
- სტივ ბოლმერი - 74,1 მლრდ დოლარი
- ლარი ელისონი - 72,4 მლრდ დოლარი
- უორენ ბაფეტი - 71,5 მლრდ დოლარი
- მუკეშ ამბანი - 68,3 მლრდ დოლარი
- ლარი პეიჯი - 67,1 მლრდ დოლარი
- სერგეი ბრინი - 65,4 მლრდ დოლარი