ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა | Allnews.Ge

ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრეზიდენტმა კორონავირუსის ტესტი ორშაბათს მას შემდეგ გაიკეთა, რაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. აღსანიშნავია, რომ ჟაირ ბოლოსნარომ აქამდე კორონავირუსის ტესტი 3-ჯერ გაიკეთა, რა დროსაც თითოეული მათგანის პასუხი უარყოფითი იყო.

შეგახსენებთ, ბოლსონარუ კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში რეგულაციების დაწესების წინააღმდეგი იყო. ის კორონავირუს "ერთ ჩვეულებრივ გრიპს" უწოდებდა და მოსახლოებას მოუწოდებდა ჩვეულ რიტმში გაეგრძელებინათ ცხოვრება.

ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კოვიდინფიცრებულთა რაოდენობამ 1.6 მილიონს გადააჭარბა. ვირუსს 65 000-ზე ემტი ადამიანი ემსხვერპლა.

myquiz